„მინიზეუმი“ – ასე ჰქვია ახალ საგამოფენო სივრცეს, რომელიც საავტორო თოჯინებზე და ხელნაკეთ ნამუშევრებზეა ორიენტირებული. ახალგახსნილ გალერეაში მხატვარ-მეთოჯინეებს შესაძლებლობა მიეცათ, საავტორო ნამუშევრები დამთვალიერებელს მუდმივი და დროებითი ექსპოზიციებით გააცნონ. გალერეა ახლა ოთხი მხატვარ-მეთოჯინის ნამუშევრებს მასპინძლობს. გამოფენა ადგილზე მისულ სტუმრებს ნიკო ფიროსმანის, დონ კიხოტის, ზღაპრების გმირებისა და სხვა ცნობილი პერსონაჟების სამყაროში ამოგზაურებს.