38 დოკუმენტური, მხატვრული და ანიმაციური კინოსურათი – ეროვნული არქივი საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ოთხი სექტემბრიდან ეროვნული არქივის კინოთეატრში ქართველი მაყურებელი 15 ქვეყნის კინოპროდუქციას იხილავს. ნაჩვენები იქნება ორი ქართული ფილმი, მათ შორის კინოქრონიკა „მსოფლიო ტაშს უკრავს“, რომელიც 60-იან წლებში ქართული „ნაციონალური ბალეტის“, სუხიშვილების მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას ასახავს. საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი 7 ოქტომბერს დაიხურება.