დღეს 140 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვლება. საოლქო საარჩევნო კომისიები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წილისყრით არჩევენ საარჩევნო ოლქში იმ უბნებს, რომლის შედეგებიც ხელახლა უნდა დათვალონ. ცესკო-ში განმარტავენ, რომ საარჩევნო რეფორმის საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა არჩევნების პირველ ტურზე აჩვენა, რომ ის მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროცესის გამჭვირვალობას. გადათვლის შედეგად დამუშავებული მონაცემები, ასევე ბიულეტენების გადათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.