საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგი უკვე სრულად აქვს დათვლილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
პირველ ტურში გამარჯვება ვერცერთმა კანდიდატმა შეძლო.
მეორე ტური არაუგვიანეს 2 დეკემბრისა გაიმართება.
ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.
პირველი ტურის შედეგები ასე განაწილდა:
პირველი ადგილი – სალომე ზურაბიშვილი 38.64 პროცენტი – 615 ათას 624 ხმა.
მეორე ადგილი – გრიგოლ ვაშაძე 37.74 პროცენტი – 601 ათას 188 ხმა.
მესამე ადგილი – დავით ბაქრაძე 10.97 პროცენტი – 174 ათას 753 ხმა.
მეოთხე ადგილზე გავიდა შალვა ნათელაშვილი 3.74 პროცენტით – 59 ათას 625 ხმა.
მეხუთე და მეექვსე ადგილზე იდენტური მაჩვენებლით, 2.6 პროცენტით არიან დავით უსუფაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე. მათ 36 0 5 ხმა მიიღეს.
მეშვიდე ადგილზე 1.33 პროცენტით არის კახა კუკავა, მას 21 195 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.
არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 46.6 პროცენტი შეადგინა.