საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება გრძელდება. პროცესს დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ბათუმში დააკვირდა. ის ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. პროექტი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს ივლისის ყოველ შაბათ-კვირას, მთელი ქვეყნის მასშტაბით წინასწარ განსაზღვრული 89 ლოკაციიდან შეარჩიონ ერთ-ერთი, გაიარონ რეგისტრაცია და მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ საარჩევნო პროცესში.