საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო. ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე ცესკო-ს თავმჯდომარე იმყოფებოდა. გიორგი კალანდარიშვილი პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მოქალაქეებს აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. დემონსტრირების მიზანია ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებს და 6-დან 28 ივლისის პერიოდში, ყოველ შაბათ-კვირას, ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში განხორციელდება. მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული წესით უნდა გაიარონ რეგისტრაცია და აირჩიონ სასურველი თარიღი და დრო.