საარჩევნო ტექნოლოგიები

როგორ ჩატარდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები – პარლამენტში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას გაეცნენ. პრეზენტაცია ცესკო-ს თავმჯდომარემ წარადგინა. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების თაობაზე. დღესვე იმიტირებული კენჭისყრა გაიმართა და დეპუტატებმა პრაქტიკაში გამოსცადეს ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატის მუშაობა. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ცესკო 2024 წლის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება.