ევროკომისიის მეორე პუნქტის შესასრულებლად მომზადებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია. ცვლილებებს მხარი ოპოზიციის ნაწილმაც დაუჭირა. პროექტის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებზე ხმის მიცემა ელექტრონული მთვლელებით მოხდება, ასევე მკაცრდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე კონტროლი. მხარდაჭერის მიუხედავად, ოპონენტებს საარჩევნო რეფორმის პროექტის მიმართ რამდენიმე პრეტენზია მაინც აქვთ.