რამდენიმეთვიანი უთანხმოების შემდეგ შეთანხმებული საარჩევნო სისტემის დამტკიცების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტის შეწყვეტის, სხდომათა დარბაზში დაბრუნების და საკონსტიტუციო ცვლილების პროექტისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ საკუთარი პირობა დაასახელა – ისინი პატიმრობაში მყოფი თანამოაზრეების გათავისუფლებას ითხოვენ. ანალოგიური პოზიცია აქვს „ევროპულ საქართველოსაც.“ მანდატების 120-30-ზე თანაფარდობის კონსტიტუციაში ასახვას კი საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
ოპონენტთა პირობის მოსმენის შემდეგ მმართველი გუნდის ლიდერთა ტონი მკაცრდება.