ბათუმში დღეს ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“-ს პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა.
სიაში ძირითადად პარტიის ცნობილი და ძველი სახეები არიან წარმოდგენილი. ათეულის პირველი ნომერი უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე“ ელგუჯა ბაგრატიონია.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკო-ში პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დღეს „ლეიბორისტულმა პარტიამაც“ წარადგინა. პარტიული სიის სათავეში ზურა ლომია იქნება.