პარტია „ევროპელი დემოკრატები“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის თავმჯდომარე ოზურგეთის ამომრჩეველს შეხვდა. პაატა დავითაიას განცხადებით, საუბარი შეეხო სოციალური, ჯანმრთელობის, განათლებისა და დასაქმების კუთხით არსებულ პრობლემებს.
დავითაიას განცხადებით, სოციალური პრობლემების მიუხედავად, ამომრჩევლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროინტეგრაცია და სწორედ ეს არის პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გზავნილი მხარდამჭერების მიმართ – მიიღონ მონაწილეობა ქვეყნისთვის გადამწყვეტ არჩევნებში და ხმა მისცენ საქართველოს ევროპულ მომავალს.