საარჩევნო სარჩელები

არჩევნებზე გაყალბების ფაქტების დადასტურების მიზნით დღეს სასამართლოებში რამდენიმე ათეული სარჩელი შევიდა. 29 სარჩელი შეიტანა სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიდა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ სარჩელი, რომლითაც სამაგიდო და ვერიფიკაციის აპარატების გახსნას ითხოვენ.

ცესკო-მ უკვე განაცხადა, რომ სიების გასაჯაროება ვერ მოხდება, რადგან ისინი პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, თუმცა, მოსარჩელეები პასუხს ახლა სასამართლოსგან ელიან. საქმეების განხილვისთვის საკმაოდ შეზღუდული ვადებია. 21 ნოემბერს ცესკო-მ უკვე არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა გამოაქვეყნოს.