გვიან ღამით დასრულდა 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა. კომისიის წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციების: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „კავშირი საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელებს მოუსმინეს.
კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კითხვის ნიშნები ორი მიმართულებით ჰქონდათ, მათ შორის კითხვები ეხებოდა შესწორების ოქმებს და არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური სუბიექტების საჩივრებს, რომელთა გარკვეული ნაწილი არ არის განხილული. ორშაბათს დროებითი საგამოძიებო კომისია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და პროკურატურის წარმომადგენლებს მოუსმენს.