საარჩევნო საჩივრების განხილვა

სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს სასამართლოებში გაასაჩივრებენ. მათი განცხადებით, 29 საარჩევნო ოლქში წარდგენილი საჩივრები, რომლითაც 246 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდნენ, ცესკო-მ არ დააკმაყოფილა, ამიტომ აღნიშნულ სარჩელებს ახლა უკვე სასამართლოში წარადგენენ.