საარჩევნო რეფორმის განხილვა

„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიღებულია. გადაწყვეტილება დეპუტატებმა ექვსსაათიანი განხილვის შემდეგ, იურიდიულ კომიტეტზე მიიღეს. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა დაუჭირეს მხარი. მმართველი გუნდი და ოპოზიციის ნაწილი თანხმდება, რომ კანონპროექტში ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის რეკომენდაციები გათვალისწინებულია, ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ რამდენიმე დეტალი კიდევ განსახილველია. პროექტს მხარი არ დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. ცვლილებებს ხუთშაბათს უკვე პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, მანამდე კი, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, ოთხშაბათს სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

მოამბე