დავის საგანია საარჩევნო რეფორმის პროექტი. „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის კანონპროექტად ქცევამდე 10 დღე რჩება. თუმცა, დოკუმენტის ცალკეულ პუნქტებზე აზრთა სხვადასხვაობაა. აზრთა სხვადასხვაობა ძირითადად საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების და საარჩევნო დავების განხილვის წესს უკავშირდება. დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ იქნება შერეული სისტემა და პროფესიული ნიშნით არჩეულების გარდა ცესკო-ში და საოლქო კომისიებში ბარიერგადალახულ ყველა პარტიას სრულფასოვანი წარმომადგენელი ეყოლება, თუმცა ღიად რჩება საუბნო კომისიების საკითხი. სრულად პროპორციული თუ მაჟორიტარული კომპონენტის შენარჩუნება – პოზიციები გაყოფილია თვითმმართველობის არჩევნების სისტემის გარშემოც.