მაშინ როდესაც ბარიერგადალახული და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური ძალები აქციების გეგმას აწყობენ, პარლამენტში საარჩევნო რეფორმის პროექტს წერენ.
პარტია „მოქალაქეებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მემორანდუმს ორ კვირაში კანონპროექტის სახე უნდა მიეცეს, თუმცა დაგროვილი შენიშვნებიდან გამომდინარე დოკუმენტში დიდი ალბათობით არაერთი ცვლილება შევა. მთავარი დილემა ცესკო-ს და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს უკავშირდება – მხოლოდ პროფესიული ნიშნით თუ შერეული სისტემით. საკითხისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა არასამთავრობო ორგანიზაციებს შორისაც, რომლებიც სამუშაო ჯგუფში შედიან.
ალეკო ელისაშვილის პარტიის მცდელობა, რომ რეფორმის განხილვის პროცესში დანარჩენი ოპოზიციაც ჩართოს, ისევ უშედეგოა.