საარჩევნო რეფორმის პირველადი ვერსია უკვე ცნობილია. დოკუმენტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რომელიც დღეს სამუშაო ჯგუფს წარუდგინა. ახლებურად ჩამოყალიბდება ცესკო-ს შემადგენლობა, ასევე შეიცვლება პროპორციული წარმომადგენლობა საკრებულოებში. ასევე აკრძალული იქნება საარჩევნო უბანთან ასი მეტრის რადიუსში ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება. სიახლეა ისიც, რომ ბიულეტენის ფოტო-ვიდეო გადაღება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ხდება და ჯარიმით ან პატიმრობით დაისჯება.