საარჩევნო რეფორმა - კომისიის სხდომა

პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დასრულდა. მორიგი მსჯელობა ერთ კვირაში უნდა გაიმართოს, რა დროსაც სამუშაო ჯგუფში უკვე ელოდებიან კონკრეტულ რეკომენდაციებს არასამთავრობო სექტორისგან, დიპლომატიური კორპუსისა და ცესკო-სგან. რეფორმა იმ მემორანდუმს ეფუძნება, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის დაიდო. შეთანხმების მიხედვით, ცვლილებების ინიცირება პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, პროექტი კი პირველ მაისამდე უნდა დამტკიცდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქეები პარლამენტის დატოვებას აანონსებენ.

თეონა მანაგაძე განავრცობს თემას – ხომ არ მიიღეს დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილება?