საარჩევნო რეფორმა და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი – მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული კანონმდებლობით ქვეყანა წელს უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ ჩაატარებს არჩევნებს. გიორგი გახარიას თქმით, სასურველია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტისას პირადი ინტერესები გვერდზე გადადოს.