საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა და სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.
დისკუსიის მთავარი აქცენტი საარჩევნო კოდექსსა და ეუთო-ს მიერ გაცემულ 27 რეკომენდაციაზე კეთდება. სამუშაო შეხვედრას მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. მხარეები მსჯელობენ სააჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესზე, ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვაზე, პარტიების დაფინანსებასა და საეთერო დროის გადანაწილებაზე.