პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა საარჩევნო რეფორმის პროექტზე, რომელიც დღეს მეორე მოსმენით მიიღეს.
დარბაზში ოპოზიციაც იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის გაცნობის შემდეგ დოკუმენტში რამდენიმე ცვლილება შევიდა და ოპონენტთა ცალკეული შენიშვნებიც გაითვალისწინეს, ოპოზიციის ნაწილმა მისი მხარდაჭერისგან მაინც თავი შეიკავა. მთავარი სადავო თემები ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი და ემიგრანტთა მონაწილეობის ფორმაა. ხელისუფლებას საარჩევნო რეფორმის მომზადებას ევროკომისიის მეორე პუნქტი ავალდებულებს. ოპოზიციის ნაწილთან ერთად შემუშავებული პროექტის მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პრაქტიკულად ელექტრონული სისტემით ჩატარდება, ცვლილებები იგეგმება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე კონტროლის მხრივაც.