ამ წუთებში საარჩევნო რეფორმის პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილება. დეპუტატები აცხადებენ, რომ პროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია, თუმცა, აზრთა სხვადასხვაობაა ცესკო-ს თავმჯდომარის საკითხზე, კერძოდ, უნდა შეიცვალოს თუ არა თავმჯდომარე თვითმმართველობის არჩევნებამდე, რასაც ოპოზიცია ითხოვს.
ნათია ქენქაძე გვეტყვის, ოპოზიციამ რა კითხვები დასვა კომიტეტის სხდომაზე და კიდევ რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.