საარჩევნო რეფორმის პროექტის განხილვამ რეგიონული განვითარების კომიტეტის სხდომაზე გადაინაცვლა. ცვლილებებს დეპუტატი შალვა პაპუაშვილი წარადგენს. სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმის პროექტში ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციაა გათვალისწინებული. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ქვეყანას ამ რეფორმით ევროპული სტილის კანონმდებლობა ექნება.
ნათია ქენქაძე დილიდან აშუქებს კომიტეტებში პროექტის განხილვას და ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება – რა განცხადებები კეთდება პარლამენტში.