კვირის ბოლოს საარჩევნო რეფორმის პროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. მანამდე კი დოკუმენტის სადავო საკითხების გარშემო ხელისუფლება და ოპოზიცია პოზიციების შეჯერებას ცდილობენ.
ამჯერად მხარეები ვერ თანხმდებიან, უნდა განახლდეს თუ არა ცესკო-ს მოქმედი შემადგენლობა სრულად. აზრი გაყოფილია ოპოზიციურ პარტიებს შორისაც. ნაწილი „ქართული ოცნების“ მიდგომას იზიარებს. თავად მმართველი გუნდი კი ოპონენტებს შარლ მიშელის დოკუმენტის მეორე პუნქტის კარგად წაკითხვას ურჩევს. მასშტაბური საარჩევნო რეფორმა ხმის მიცემის და ბიულეტენების დათვლის დროს ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას და ცესკო-ს დაკომპლექტების წესის ცვლილებას გულისხმობს. დოკუმენტის მიღება ივნისის ბოლოს იგეგმება.