„ქართული ოცნება“ პარტია „ახალის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატების ჩამოხევაში და განადგურებაში ადანაშაულებს. მომხდარის ვიდეომასალა „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა. საკითხზე განცხადებები გაკეთდა როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიაში. მომხდართან დაკავშირებით, კომენტარი გაკეთდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც.