საარჩევნო მონიტორინგი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში პირველი ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი, მათ შორის  პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მეირ, სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენების ორი, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის ორი, სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ერთი და დამკვირვებელს ზეწოლის ერთი ფაქტი. ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, კორონავირუსის პანდემიის დროს დახმარებების გაცემის პროცესში, მაჟორიტარი დეპუტატები აქტიურად მონაწილეობენ, რაც სავარაუდო მოსყიდვად აღიქმება.