ჩატარდება თუ არა საპარლამენტო არჩევნები შეცვლილი სისტემით. ცვლილებების განხორციელებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მთავარი სადავო საკითხი კი პარტიული სიითა და მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობაა.
არ არის გამორიცხული, გაჩნდეს ახალი შეთავაზება, რაც პროპორციული სისტემით არჩეულ 110 კანონმდებელს და 40 მაჟორიტარ დეპუტატს გულისხმობს. დიპლომატიური კორპუსის არაერთი მოწოდების მიუხედავად, ამ დრომდე გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა დიალოგი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის.