მმართველი გუნდისგან მიღებული უარის მიუხედავად, 30-მდე პარტიის მიერ მომზადებული საარჩევნო ინიციატივა კანონ-პროექტის სახეს მაინც მიიღებს.
დოკუმენტს, რომელიც ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლას გულისხმობს, ავტორები სახალხო დამცველის საშუალებით ეუთო-შიც გაგზავნიან. ომბუდსმენთან ერთად შექმნილ ვითარებაში პოლიტიკური კონსენსუსის აუცილებლობაზე საუბრობენ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებიც, რომლებიც ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს შორის მოლაპარაკების გაგრძელების მომხრეები არიან.
თავის მხრივ ოპონენტებთან სასაუბროდ მზად არის მმართველი გუნდი, თუმცა მხოლოდ არსებულ საარჩევნო კანონმდებლობაზე და არა შეთავაზებულ საარჩევნო მოდელზე, რომელსაც არაკონსტიტუციურად აცხადებს.
უთანხმოების ფონზე დღეს ერთით შემცირდა პროპორციული არჩევნების მოთხოვნის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციური ერთობა. ნინო ბურჯანაძის მოსკოვურ ვიზიტს შიდა პროტესტი მოჰყვა.
ნათია ქენქაძე დეტალებით.