საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები

ოპოზიციის და მესამე სექტორის მწვავე პროტესტი მოჰყვა ცესკო-ს მიერ მომზადებულ კანონ-პროექტს.

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მედიას, მოსყიდვის ცნებას და კენჭისყრის შემდეგ ბიულეტენების გადაგზავნის პროცედურას ეხება. კერძოდ, დათვლილი ხმები საუბნო კომისიებიდან ჯერ საოლქო კომისიებში გადაიგზავნება და მხოლოდ ამის შემდეგ მიაწვდიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებების მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები საკანონმდებლო ცვლილებებს არჩევნების გაყალბების და მანიპულაციების მცდელობად აფასებენ და მის მხარდაჭერას არ აპირებენ.

ცესკო-ს მიმართ კითხვები აქვს არასამთავრობო სექტორსაც.