საქართველოს პარლამენტი, საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებების განხილვას დღეიდან, 30 ივნისიდან იწყებს. ცვლილებების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იგეგმება. საარჩევნო ცვლილებები ეუთო-ს რეკომენდაციებს ეფუძნება. რეკომენდაციები შეეხება – საარჩევნო ადმინისტრაციას; მედია-კამპანიასა და საეთერო დროს; წინასაარჩევნო გარემოს; ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციას; საარჩევნო დავების განხილვასა და არჩევნების მეორე ტურს. ამასთან, ცვლილებები ეხება პარტიების სახელმწიფო დაფინანსებას და გენდერულ კვოტებს.