საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხი

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება პარლამენტში. დეპუტატები საარჩევნო კომისიის წევრების არჩევაზე, მათ სერტიფიცირებასა და ხარჯების მონიტორინგზე იმსჯელებენ. ასევე განიხილავენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხს და იმას, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები ელექტრონული ფორმატით. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი მიიჩნევს, რომ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს მხოლოდ ელექტრონული აპარატურის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს და აუცილებელია, აღმოიფხვრას ამომრჩევლის მოსყიდვისა და სისტემური ზეწოლის პრაქტიკა. პარტია „ლელო“ აცხადებს, რომ 12-პუნქტიან გეგმაზე ცალკე მომუშავე ჯგუფს ელექტრონულ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, საკუთარი კანონპროექტი აქვს მომზადებული.