პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები და სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკურ სპექტრში ამ დრომდე ურთიერთბრალდების საფუძველია.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პატივს არ სცემს და კანდიდატურების ჩაგდებას და ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას აპირებს. მმართველი გუნდი ოპონენტების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას.