აზრთა სხვადასხვაობაა შარლ მიშელის შეთანხმების მეორე პუნქტის, ანუ საარჩევნო რეფორმის გარშემო.
ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ მმართველი პარტია და ოპოზიცია ცალკეულ საკითხებზე შეთანხმდა, თუმცა სადავო რჩება ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი. დავის საგანია საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს თუ პროფესიული ნიშნით არჩეული პირი. შესათანხმებელია ის კრიტერიუმებიც, რომლითაც ცესკო-ს პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება უნდა მოხდეს. პოზიციების შეჯერება „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ 17 მაისამდე, ანუ შეჯერებული კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნამდე უნდა მოახერხოს. მანამდე კიდევ ორი შეხვედრაა დაგეგმილი.