საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა

მუშაობა იწყება შარლ მიშელის ხუთპუნქტიანი შეთანხმების მეორე პუნქტზე.

მმართველი პარტია და პარლამენტში შესული ოპოზიცია კაჭრეთში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობს. ხელისუფლების ოპონენტები 40-მდე ინიციატივით არიან ჩასულები. მთავარი აქცენტი ცესკო-ს და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე და ხმის მიცემის პროცედურაზე კეთდება. დიდი ალბათობით, დაინერგება კენჭისყრის ელექტრონული მოდელი, საუბარია ხმის მხოლოდ ახალი პირადობის მოწმობებით მიცემის საკითხზეც. განხილვაში მონაწილეობს არასამთავრობო სექტორიც. პოზიციების შესაჯერებლად მხარეებს არცთუ ისე ბევრი დრო აქვთ – საარჩევნო ცვლილებების მიღება შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა მოესწროს.