საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა

ცხარე კამათის ფონზე ჩაიარა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვამ პარლამენტში. ოპოზიცია მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე თანხმდება, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტში კორექტივების შეტანას ითხოვს.

ოპონენტთა მთავარი მოთხოვნა ერთჯერადად ბლოკების დაშვება და სამპროცენტიანი ბარიერის დაწესებაა, რაზეც მმართველი გუნდი უარს ამბობს.

განხილვაში არასაპარლამენტო პარტიებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც თავადაც აქვთ შენიშვნები. ერთი წლის წინ ამოქმედებული კონსტიტუციის მიხედვით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება 2024 წელს იგეგმებოდა, თუმცა ივნისის მოვლენების შემდეგ ხელისუფლებას თარიღის გადმოწევა და დათმობაზე წასვლა მოუხდა.