აზრთა სხვადასხვაობაა შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული საარჩევნო რეფორმის პროექტის გარშემო.
ერთობლივი კონსულტაციების შემდეგ მომზადებული ცვლილებების შედეგად იცვლება არა მხოლოდ ხმის მიცემის, ბიულეტენების დათვლის და ცესკო-ს დაკომპლექტების წესები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემაც. დაგეგმილია თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვაც. დოკუმენტით გათვალისწინებულ ზოგიერთ საკითხზე შენიშვნები აქვთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებსაც. პირველი მოსმენით პროექტი მიღებულია, დოკუმენტს მხარი დარბაზში მყოფმა ოპოზიციამაც დაუჭირა.