უთანასწორო საარჩევნო გარემო, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საფრთხე და პარტიული ნიშნით დაკომპლექტებული კომისიები, – წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ოპოზიცია საარჩევნო ადმინისტრაციას უნდობლობას კიდევ ერთხელ უცხადებს და არასამართლიან გარემოზე საუბრობს.
საუბნო კომისიების გამჭვირვალედ დაკომპექტებისკენ მოუწოდებს ცესკო-ს მესამე სექტორი. კენჭისყრამდე 60 დღით ადრე, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რა ფორმით ჩაერთვება მმართველი გუნდი არჩევნებში, როდესაც მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს. უკვე ხვალიდან, ამ დროისთვის დარეგისტრირებულ 31 კანდიდატს მხარდაჭერის მოსაპოვებლად კამპანიის წარმოება, კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში მოუწევს.
თემაზე ანა ბროლაძე მუშაობდა.