საარჩევნო კამპანია დაიწყო. ოფიციალური განკარგულება ხელმოწერილია – სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოაცხადა. 26 ოქტომბრამდე ორი თვეა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასია და მოქალაქეები არჩევანს არა უბრალოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ ომსა და მშვიდობას შორის აკეთებენ. „ქართული ოცნების“ ამ გზავნილს არ იზიარებს პრეზიდენტი, რომელმაც გუშინ თქვა, რომ ახლა საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ რა სურთ – რუსეთი თუ ევროპა. პრეზიდენტის ამ გზავნილს ოპოზიციის ნაწილი იზიარებს, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი გზავნილები ერთის მხრივ „ქართული ოცნების“ მხრიდან და მეორეს მხრივ სალომე ზურაბიშვილისგან ზედაპირულია.