2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შედის.
საარჩევნო კამპანია დღეს ოფიციალურად დაიწყო. არჩევნებამდე ორი თვით ადრე თბილისის მერობის კანდიდატი ოფიციალურად ჯერ მხოლოდ ორ პარტიას ყავს წარდგენილი. დედაქალაქის მერობისთვის „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია, „ქართული ოცნებიდან“ კი მოქმედი მერი კახა კალაძე იბრძოლებს. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს მათ კანდიდატების წარსადგენად დრო ჯერ ისევ აქვთ. საარჩევნო კამპანიის დაწყების პარალელურად იკრძალება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და იზღუდება საარჩევნო აგიტაციაში საჯარო მოხელეების მონაწილეობა. არჩევნების თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება გუშინ გამოსცა.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.