წინასაარჩევნო ლოზუნგები პიარ-ტექნოლოგების თვალით – ვინ რა სლოგანით ცდილობს საკუთარ უპირატესობაში ამომრჩევლის დარწმუნებას და მეტი ხმის მოპოვებას – „მოამბე“ დაინტერესდა, რამდენად სწორად მიდის საარჩევნო ბანერებსა თუ სოციალურ ქსელებში კონკრეტული პოლიტიკური ძალის სახელით დატანილი გზავნილები მთავარ ადრესატამდე.
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების ნაწილმა ბანერები ქვეყნის მასშტაბით საერთოდ არ განათავსა, რასაც თავად ფინანსური რესურსების დაზოგვით ხსნიან. ის საარჩევნო ლოზუნგები კი, რომლებიც სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში უკვე გამოჩნდა, კომუნიკაციების სპეციალისტებს შევაფასებინეთ. რამდენად ამბობს ლოზუნგი პოლიტიკური ძალის მთავარ სათქმელს და პირველ რიგში, რამდენად მარტივად აღსაქმელია – უკვე გაჟღერებული სლოგანების გარშემო პროფესიონალების აზრები იყოფა.