საარჩევნო კამპანია და კონკურენტების ურთიერთბრალდებები

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკოსების რიტორიკა სულ უფრო მწვავდება. მმართველი გუნდი ოპოზიციას არეულობისთვის მზადებაში ადანაშაულებს. „ქართული ოცნება“ ოპონენტების მარცხში დარწმუნებულია. მმართველი გუნდის ლიდერებმა დღეს რამდენჯერმე გაუსვეს ხაზი, რომ ოპოზიციური პარტიების მიზანი რეალურად არა არჩევნების მოგება, არამედ თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღისთვის მზადება და პროვოკაციების მოწყობაა. ამ კონტექსტში ხელისუფლება ოპონენტების პასიურ საარჩევნო კამპანიაზე მიუთითებს და პოზიციას რამდენიმე არგუმენტით ამყარებს. ამ კუთხით, მმართველი პარტიის შენიშვნებს „გირჩიც“ იზიარებს და ფიქრობს, რომ ოპოზიციურ ძალებს წინასაარჩევნოდ უფრო მეტად უნდა ეაქტიურათ. თუმცა, მწვავეა დანარჩენი ოპოზიციის რეაქცია.

მანანა დევაძე არკვევდა, რის საფუძველზე გაუჩნდა ხელისუფლებას არეულობისთვის მზადების ეჭვი და როგორია ოპოზიციური ძალების საარჩევნო დღის წესრიგი.