საარჩევნო კამპანია

„ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი, კობა ლურსმანაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა გააცნო.

კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, ხარაგაულს სულ მალე ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება. მისი თქმით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მათი დასრულების შემდეგ, პარალელურად მოხდება დაბის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია.