დღეს ვანის შემდეგ მერობის და მაჟორიტარობის შეთანხმებული კანდიდატები ოპოზიციამ ზესტაფონში წარადგინა. ზესტაფონის მერის პოსტისთვის ბაქარ ხიჯაკაძე იბრძოლებს. მისი განცხადებით, დღეს ზესტაფონში მთავარი პრობლემები კორუფცია და ნეპოტიზმია. გამარჯვების შემთხვევაში, კანდიდატი ამომრჩეველს ამ პრობლემების მოგვარებას ჰპირდება.