მმართველი გუნდის ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ხელაძემ წინასაარჩევნო შეხვედრა ლოტკინის დასახლებაში გამართა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატი, კიშინიოვისა და სვირის ქუჩების მაცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნო და მათ სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. ლოტკინის მოსახლეობასთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.