„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად მცხეთა-მთიანეთის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. ადგილობრივების თქმით, ხელისუფლებას ტურისტული პროექტების განხორციელებისთვის 12 მილიონი ევროს ღირებულების ვალი აქვს აღებული, თუმცა ყველა დაგეგმილი პროექტი ამჟამად ან შეჩერებული ან გაუქმებულია. ასევე, მათი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მაღალმთიანი სოფლის მაცხოვრებლებს, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, მაღალმთიანი რაიონების სტატუსის დაკარგვით ემუქრებიან. ადგილობრივების განცხადებით, უმეტესწილად დუშეთსა და მცხეთაში კენკრის მოპოვებაა განვითარებული, თუმცა მის განსავითარებლად ადგილობრივი ხელისუფლება წლებია, არაფერს აკეთებს.