საარჩევნო კამპანია

არჩევნების მოახლოებასთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატთა ნაწილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ისინი პოტენციურ ამომრჩეველს საკუთარი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებს აცნობენ. განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და პენსიის ზრდა,- ეს იმ საკითხთა ნაწილია, რაზეც კანდიდატები აქცენტს აკეთებენ.

25 დღეში საქართველოს მოსახლეობა საკუთარ არჩევანს 25 საპრეზიდენტო კანდიდატს შორის გააკეთებს.