პარტია „მოქალაქეები“ ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციას ითხოვს. ალექსანდრე ელისაშვილი ადგილზე ჩუღურეთის რაიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ნინო ჩარკვიანთან ერთად იმყოფებოდა. მათი განცხადებით, ქუჩის რეაბილიტაციის პირობა მოსახლეობამ ჯერ კიდევ 2017 წლის არჩევნებისთვის მიიღო, არსებობდა პროექტიც, რომლის მიხედვითაც, ეს პროცესი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, დაპირება არ შესრულდა. ელისაშვილის განცხადებით, ფიროსმანის ქუჩას დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს და მისი აღდგენა აუცილებელია.