საარჩევნო კამპანია

წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს „ქართული ოცნებაც“. მმართველი პარტიის ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ქალაქის რამდენიმე ქუჩას ესტუმრა, ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

კანდიდატის განცხადებით, ამ უბნებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდა. აშენდა საზღვაო აკადემიის შენობა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.