„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე პედაგოგებს შეხვდა. მათ განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და ასევე მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრეს. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ განათლების, ისევე როგორც ნებისმიერი სისტემა, ქვეყანაში ჩამოშლილია, პედაგოგები კი სხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად, ხელისუფლებამ მიატოვა.